წესები და პირობები
ზოგადი პირობები
1.1. წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმება ძალაში შედის თქვენი მხრიდან მისი გაცნობის ან/და პირობებზე თანხმობის გამოხატვის მომენტიდან;
1.2. თქვენ მიერ ვებ გვერდზე შესვლა და ამ ვებ გვერდზე ან მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ თქვენ თანახმა ხართ შეასრულოთ წინამდებარე პირობები;
1.3. თქვენ ვალდებული ხართ პერიოდულად გაეცნოთ შეთანხმებაში და მის ყველა დანართში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეტანილ ცვლილებებს და დამატებებს;
მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები
2.1. delfood.ge-ს მომსახურებით სარგებლობისთვის თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ:
2.1.1. იმოქმედებთ წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად;
2.1.2. წარმოადგენთ უფლებაუნარიან და ქმედუნარიან პირს;
2.1.3. ვებ გვერდზე რეგისტრაციის მიზნით delfood.ge -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი და უტყუარი. delfood.ge -სთვის წარდგენილი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენს სრულ და მოქმედ რედაქციას;
2.1.4. სრულად პასუხისმგებელი ხართ ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც ხორციელდება თქვენი მომხმარებლის ანგარიშით ვებ გვერდზე ყოფნის ან delfood.ge –ის მომსახურებით სარგებლობის დროს;
2.1.5. არ მოახდენთ delfood.ge –ის რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერ გარემოში, delfood.ge –ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
2.1.6. სრულად აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ თქვენი მომხმარებლის ანგარიშიდან delfood.ge -ს მეშვეობით პროდუქტის შეძენისას ჩვენ ვივარაუდებთ, რომ თქვენ წარმოადგენთ გამოყენებული საბანკო ბარათის უფლებამოსილ მფლობელს;
2.1.7. სრულად აცნობიერებთ და ეთანხმებით იმ შედეგებს, რაც შესაძლებელია მოჰყვეს ვებ გვერდით სარგებლობისას განხორციელებულ ქმედებებს/ოპერაციებს და აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობას იღებთ მათ შედეგებზე, მათ შორის რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება პროდუქტის შეკვეთით, დამატებით, გაუქმებით და მომსახურების საფასურის გადახდით;
2.1.8. სრულად აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ delfood.ge უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, მათ შორის და არა მხოლოდ თქვენ მიერ delfood.ge -სთვის ან/და მისი წარმომადგენლისთვის გადაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, წინამდებარე შეთანხმებით და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების და დაცვის პოლიტიკით განსაზღვრული მიზნით;
მომსახურების პირობები
3.1. delfood.ge -ს მეშვეობით პროდუქტის შეძენის მიზნით, ვალდებული ხართ დარეგისტრირდეთ მომხმარებლად და გაიაროთ ვებ გვერდზე ავტორიზაცია;
მომხმარებლის ანგარიშის გახსნა
4.1. ვებ გვერდის მეშვეობით პროდუქტის შესაძენად თქვენ ვალდებული ხართ გაიაროთ რეგისტრაცია და შექმნათ მომხმარებლის ანგარიში;
4.2. რეგისტრაციის პროცესში ვალდებული ხართ, შეავსოთ ყველა აუცილებელი ველი და დაეთანხმოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს;
4.3. ვებ გვერდზე რეგისტრაციისას ვალდებული ხართ, მიუთითოთ აქტიური ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. delfood.ge თქვენთან ურთიერთობისთვის გამოიყენებს რეგისტრაციისას მითითებულ თქვენს საკონტაქტო მონაცემებს;
4.4. საკონტაქტო მონაცემების ცვლილებისას, ვალდებული ხართ აღნიშნულის შესახებ შეატყობინოთ delfood.ge -ს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვებ გვერდზე რეგისტრაციის მომენტში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად და delfood.ge -ს მიმართ არ მიიღება არავითარი პრეტენზია;
4.5. ვებ გვერდზე თქვენი მომხმარებლის ანგარიში გაიხსნება მხოლოდ წინამდებარე პირობებზე დათანხმების შემდეგ. რეგისტრაციის პროცესის ნაწილობრივ გავლის შემთხვევაში მომხმარებლის ანგარიში არ ითვლება შექმნილად და თქვენ ვერ შეძლებთ delfood.ge -ს მომსახურებით სრულად სარგებლობას;
პროდუქტის შეძენა
5.1. delfood.ge -ს მეშვეობით პროდუქტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშიდან;
5.2. პროდუქტის შეძენის მიზნით ვალდებული ხართ გაიაროთ ავტორიზაცია ვებ გვერდზე. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნიკალური იდენტიფიკატორების მეშვეობით;
5.3. ავტორიზაციის გავლის შემდეგ delfood.ge -ს კატალოგიდან ირჩევთ თქვენთვის სასურველ შეთავაზებას და ანგარიშსწორების მეთოდს;
5.4. delfood.ge-ზე ანგარიშსწორება შეგიძლიათ განახორციელოთ უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდით შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
5.4.1. ანგარიშსწორება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში;
5.4.2. უნაღდო ანგარიშსწორებით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც შეკვეთის განხორციელების მომენტში ვებ-გვერდზე ჩართული ელექტრონული კომერციის გამოყენებით, აგრეთვე უშუალოდ პროდუქტის ჩაბარების მომენტში პოს-ტერმინალის მეშვეობით;
5.5. პროდუქტის ღირებულებას ემატება საკურიერო მომსახურების ღირებულება, თუ კონკრეტული შეთავაზებით განსაზღვრული არ არის სხვა პირობები;
ტრანსპორტირება
6.1. delfood.ge უზრუნველყოფს თქვენ მიერ შეძენილი პროდუქტის ტრანსპორტირებას შემდეგი პირობებით:
6.1.1 პროდუქციის მოწოდება ხდება შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი;
6.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ჩაბარების მისამართი იქნება თბილისის და რუსთავის რუფარგლებს გარეთ, პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელდება მაქსიმუმს ?? საათის განმავლობაში;
6.1.3. შეძენილი პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელდება თქვენ მიერ შეკვეთის განხორციელებისას მითითებულ მისამართზე;
6.1.4. delfood.ge უფლებამოსილია არ განახორციელოს პროდუქტის ტრანსპორტირება იმ შემთხვევაში, თუ:
6.1.4.1. პროდუქტის შეძენისას თქვენ მიერ დაფიქსირებული მისამართი გაურკვეველია;
6.1.4.2. ვერ ხერხდება თქვენთან დაკავშირება ვებ გვერდზე მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე;
6.1.5.4. იმ შემთხვევაში, თუ delfood.ge უარს განაცხადებს პროდუქტის ტრანსპორტირებაზე წინამდებარე მუხლის 6.1.4. პუნქტის შესაბამისად, delfood.ge უფლებამოსილია ვებ გვერდზე გააუქმოს შეკვეთა;
6.1.6.5. პროდუქტის ჩაბარების მიზნით, პროდუქტის მიმღები ვალდებულია delfood.ge -ს მიერ გამოყოფილ საკურიერო სამსახურს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
6.1.8.6. delfood.ge უფლებამოსილია არ გადმოგცეთ შეძენილი პროდუქტი, თუ მიმღები უარს განაცხადებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენაზე;
მხარეთა უფლება–მოვალეობები
7.1. თქვენ უფლებამოსილი ხართ:
7.1.1. ისარგებლოთ delfood.ge -ს მომსახურებით თქვენი მომხმარებლის ანგარიშისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
7.1.2. ისარგებლოთ delfood.ge -ს საკურიერო მომსახურებით;
7.1.3. ანგარისწორება განახორციელოთ delfood.ge -ს მიერ განსაზღვრული გადახდის მეთოდებით;
7.2. delfood.ge უფლებამოსილია:
7.2.1. თქვენ მიერ წინამდებარე შეთანხმებით, მისი რომელიმე დანართით ან/და კანონმდებლობით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვებ გვერდზე დაბლოკოს ან წაშალოს თქვენი მომხმარებლის ანგარიში;
7.2.2. ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ცალმხრივად შეცვალოს პროდუქტის შეძენის ან/და ანგარიშსწორების წესები;
7.2.3. ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ უარი განაცხადოს საკურიერო მომსახურების გაწევაზე;
7.2.4. დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებლებისთვის პროდუქტის ჩაბარების რიგითობის თაობაზე;
7.2.6. მოსთხოვოს მომხმარებელს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, გადაიღოს და შეინახოს მისი ასლები;
7.2.7. არ გადასცეს პროდუქტი მიმღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის;
7.3. თქვენ ვალდებული ხართ:
7.3.1. ვებ გვერდზე რეგისტრაციისას სრულად შეავსოთ სავალდებულო ველები, მიუთითოთ ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია, დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში წარმოადგინოთ სრული და მოქმედი რედაქცია;
7.3.2. ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების და მისი ყველა დანართის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირობებს;
7.3.3. გამოიყენოთ საკუთარი მომხმარებლის ანგარიში მხოლოდ შესაბამისი ანგარიშისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და არ დაუშვათ მომხმარებლის ანგარიშის მესამე პირ(ებ)ისათვის გადაცემა;
7.3.4. პროდუქტის შეძენისას დეტალურად გაეცნოთ პროდუქტის მახასიათებლებს და შემოთავაზებულ პირობებს. მომხმარებლის რაიმე პრეტენზია პროდუქტის მახასიათებლის ან/და მიმწოდებელის მიერ შემოთავაზებული პირობების შესახებ delfood.ge -ს მიმართ არ მიიღება;
7.3.5. პროდუქტის შეძენისას მიუთითოთ ზუსტი მისამართი;
7.3.6. delfood.ge -ს ან/და მის წარმომადგენელს წარუდგინოთ პროდუქტის მიმღების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ჩაბარება არ ხდება უშუალოდ თქვენ მიერ, თქვენ ვალდებული ხართ განუმარტოთ პროდუქტის მიმღებს, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის კურიერისთვის წარდგენა წარმოადგენს პროდუქტის მიღების აუცილებელ პირობას;
მხარეთა პასუხიმგებლობა
8.1. delfood.ge პროდუქტის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შეკვეთის განხორციელების მომენტში თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე. პროდუქტის არაუფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე სრულად პასუხისმგებელი ხართ თქვენ;
8.2. delfood.ge პასუხს არ აგებს არასწორად მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტ(ებ)ის ან/და ყალბი ხელმოწერის საფუძველზე პროდუქტის ჩაბარების შედეგად თქვენთვის ან/და მესამე პირებისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე;
8.3. delfood.ge -ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა თქვენი მომხმარებლის ანგარიშის წაშლის/დაბლოკვის გამო დამდგარი ნებისმიერი შედეგისთვის;
შეთანხმების მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტა
9.1. წინამდებარე შეთანხმება თქვენთვის ამოქმედდება და შესასრულებლად სავალდებულოა თქვენ მიერ მის პირობებზე დათანხმების მომენტიდან და მოქმედებს წინამდებარე პუნქტით დადგენილი წესების შესაბამისად მის შეწყვეტამდე;
9.2. შეთანხმების მოქმედება შესაძლოა შეწყდეს:
9.2.1. delfood.ge -ს მიერ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სრულად არ გაივლით სისტემაში რეგისტრაციას;
9.2.2. თქვენ მიერ ვებ გვერდზე საკუთარი მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებით;
9.2.3. წინამდებარე შეთანხმებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
9.3. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში delfood.ge უფლებამოსილია ვებ გვერდზე დაბლოკოს/წაშალოს თქვენი მომხმარებლის ანგარიში ან/და გააუქმოს რეგისტრაცია;