კომპანია დელფუდი დაფუძნდა 2011 წელს. სადღეისოდ მარავალწლიანი გამოცდილება და 300-ზე მეტი ადამიანისაგან დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური პერსონალი გვაძლევს საშუალებას დღიურად უზრუნველვყოთ სხვადასხვა კომპანიებში მომუშავე 7000-ზე მეტი ადამიანის კვება.
დელფუდის სამზარეულოები განთავსებულია ქალაქ თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ახალციხეში, გუდაურში, ქუთაისში და აფხაზეთის რეგიონში, აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სრულად აკმაყოფილებს ყველა არსებულ სტანდარტს, რის დასტურადაც კომპანიას აქვს შესაბამისობის სერთიფიკატი. ასევე კომპანიას აქვს ინტეგრირებული ISO:22000-2005 და ISO 9001:2015 სერტიფიკატები.
კომპანიას გააჩნია საკუთარი თანამედროვედ აღჭურვილი პურ-ფუნთუშეულის საწარმო, საიდანაც ყოველდღიურად ხდება მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიწოდება ჩვენ მომხმარებლებთან. ასევე, ,,კვებე’’ ბრენდის ქვეშ ოპერირებს მაღაზიათა ქსელი და ხდება გაყინული ნახევარფაბრიკატების, საკონდიტრო პროდუქციისა და ძეხვ-პროდუქტების წარმოება.
2016 წელს კომპანია “დელფუდი” დასახელდა დარგის ლიდერად ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის კავშირის მიერ.
,,დელფუდი“-ს სტაფს აქვს შესრულებული ისეთი მასშტაბის პროექტები, როგორიცაა ერთ დღეში 5000 ადამიანის კვება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
კომპანიის მიერ შესრულებულ მასშტაბურ პროექტებს შორისსა, ვაზიანის საწვრთნელო ბაზაზე მიმდინარე ღირსეული პარტნიორი 2018-ში (NoblePartner 2018) მონაწილე 3000 სხვადასხვა ეროვნების ჯარისკაცის კვებით უზრუნველყოფა. ასევე, საერთაშორისო წვრთნის EgileSpirit 2019, 2020, 2021 ფარგლებში, დღის განმავლობაში 12000 ჯარისკაცის კვებიტ უზრუნველყოფა სამ ლოკაციაზე: ვაზიანის სამწრთვნელო ბაზაზე, სენაკის სამხედრო ბაზასა და ორფოლოს პოლიგონზე (ახალციხე).