300-ზე მეტი კვალიფიციური თანამშრომელი, 180 მზარეული და 10 000-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად — მთელი საქართველოს მასშტაბით.


კომპანია „დელფუდი" 15 წელია ახორციელებს კორპორატიულ კვებით მომსახურებას. ძირითად კლიენტთა ჯგუფს წარმოადგენს ინფრასტრუქტურული პროექტები, კლინიკები, წარმოებები, სასტუმროები, სკოლები და სხვა დაწესებულებები.
ჩვენი სამზარეულოები განთავსებულია თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და კასპში. Covid-ის პერიოდში კომპანიამ განახორციელა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საკარანტინე ზონებში ათასობით ადამიანის კვებითი მომსახურება.
მომხმარებლებს ვთავაზობთ სამ ფორმატს, სრულად მორგებულს თქვენი კომპანიის საჭიროებებზე.

მზა საკვების მიწოდება სრული სანიტარული ნორმების დაცვით. ორი ვარიანტი:

კომპანია იღებს პროდუქტით მომარაგების, დამზადებისა და მიწოდების ვალდებულებას თქვენ ტერიტორიაზე. საჭიროებისას ვეხმარებით სივრცის კეთილმოწყობაშიც.

კლასიკური კაფეტერია ხაზით გასაყიდი კერძებით. ასევე შესაძლებელია ა-ლა კარტე სერვისი — ინდივიდუალური შეკვეთის საფუძველზე.




3 000 კვ.მ. — თბილისი, რუსუდან ჩხეტიანის ქ. №20. თანამედროვე მანქანა-დანადგარებით სრულად აღჭურვილი.
30-ზე მეტი ავტომობილი, მათ შორის მაცივარი მანქანები. მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
საკუთარი ბეიქერი — ყოველდღიური ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიწოდება კლიენტებთან.
გაყინული ნახევარფაბრიკატები, საკონდიტრო პროდუქცია და ძეხვ-პროდუქტები.





ეროვნული და საერთაშორისო დონის კვებითი პროექტები — ჩვენი კომპანიის გამოცდილების დასტური.
Noble Partner 2018 — ვაზიანის სამწვრთნელო ბაზაზე ერთი თვის განმავლობაში 3 000 ჯარისკაცი; ყოველდღიურად 9 000 ადამიანი.
Agile Spirit 2019–2022 — ვაზიანი, სენაკი, ახალციხე. ყოველდღიურად 12 000 ჯარისკაცი 3 ლოკაციაზე.

საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საკარანტინე ზონებში ათასობით ადამიანის კვებითი მომსახურება განსაკუთრებული სანიტარული პირობების დაცვით.
ენგური ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული კომპანიების და შემდეგ — გზების სარეაბილიტაციო კომპანიის კვებითი მომსახურება.
კომპანია ახერხებს ერთ დღეში 5 000 ადამიანის კვებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სრული ლოჯისტიკური სრულყოფილებით.
2024 წელს კომპანიამ მიაღწია 10-მილიონი ულუფის ნიშნულს. „მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ არის."
ყველა საერთაშორისო სტანდარტის სრული დაცვის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მართვის სისტემა, მოიცავს HACCP-ს.
სერტიფიცირებულიხარისხის ინტეგრირებული მართვის სისტემა — საერთაშორისო სტანდარტი.
სერტიფიცირებულიგარემოს მართვის სისტემა — ეკოლოგიური პასუხისმგებლობის სტანდარტი.
დანერგვა მიმდინარეობს